Wednesday, April 24, 2013

PINK FLOYD

პინკ ფლოიდი მა მსოფლიო წარმატებას მიაღწია ფსიქოდელიურ და პროგრესულ მუსიკაში. მათი ნამუშევრები გამორჩეულია ფილოსოფიური ლირიკით, ბგერითი ექსპერიმენტებით, ალბომების ინოვაციური ყდებითა და საკონცერტო გამოსვლების თანმხლები ფერადი შოუებით, სადაც თვითონ შემსრულებლები, ძირითადად, მეორეხარისხოვანნი იყვნენ. პინკ ფლოიდი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული  როკ-ჯგუფია. მათ მთელ მსოფლიოში გაყიდული აქვთ 200 მილიონზე მეტი ალბომი, აქედან 74.5 მილიონი მხოლოდ აშშ-ში. 1996 წელს ჯგუფი შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში  და მსოფლიოში კვლავ დიდი წარმატებით სარგებლობს.


თავდაპირველად ჯგუფში შედიოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები: როჯერ უოტერსინიკ მეისონირიჩარდ რაიტი დასიდ ბარეტი. დაარსდა 1965 წელს, ხოლო გვიან 1960-იანებში პოპულარული გახდა ლონდონის ანდერგრაუნდში გამოსვლებით. ბარეტის ლიდერობით, მათ გამოუშვეს პირველი ორი სინგლი – „Arnold Layne“„See Emily Play“ და წარმატებული სადებიუტო ალბომი The Piper at the Gates of Dawn (1967). გიტარისტი და ვოკალისტი დევიდ გილმორი პინკ ფლოიდს სიდ ბარეტის წასვლამდე რამდენიმე თვით ადრე შეუერთდა. ბარეტის წასვლის მიზეზი მისი გაუარესებული გონებრივი მდგომარეობა იყო. სიმღერების მთავარი ავტორის წასვლის შემდეგ, ძირითადი და კონცეფციების ავტორი როჯერ უოტერსი გახდა, ხოლო გიტარისტი და მეორე ვოკალისტი - დევიდ გილმორი. ამ შემადგენლობით პინკ ფლოიდმა მსოფლიო წარმატებას მიაღწია, ძირითადად ალბომებით The Dark Side of the MoonWish You Were HereAnimals და როკ-ოპერის მსგავსი The Wall-ით.
რაიტმა ჯგუფი 1979, ხოლო უოტერსმა − 1985 წლებში დატოვა, მაგრამ გილმორმა და მეისონმა (მოგვიანებით რაიტის დაბრუნების შემდეგ) გააგრძელეს ალბომების ჩაწერა და საკონცერტო ტურნეები. ისინი პინკ ფლოიდის სახელით გამოდიოდნენ, რის გამოც უოტერსმა ყოფილი კოლეგების მისამართით სასამართლოში სარჩელი შეიტანა, მაგრამ განაჩენი მის საწინააღმდეგოდ იქნა გამოტანილი – დამტკიცდა, რომ მათ ჰქონდათ ჯგუფის სახელის გამოყენების უფლება. ამის შემდეგ, პინკ ფლოიდმა კიდევ ორი ალბომი გამოუშვა – A Momentary Lapse of Reason და The Division Bell. 24 წლის შემდეგ,2005 წელს ჯგუფის ოთხკაციანი შემადგენლობა აღდგა მხოლოდ ერთი კონცერტისთვის, „Live 8“. რაიტის გარდაცვალების შემდეგ, ჯგუფის დარჩენილი წევრები, უოტერსი, გილმორი და მეისონი ერთმანეთს შეხვდნენ როჯერის ტურნეს The Wall Live ფარგლებში, 2011 წლის 12 მაისს ლონდონის დარბაზში O2 გამართულ კონცერტზე, სადაც გილმორმა შეასრულა სიმღერა „Comfortably Numb“, ხოლო მეისონი სხვებს შეუერთდა სიმღერის „Outside the Wall“ შესრულებისას.






Pink Floyd were an English rock band that achieved international acclaim with their progressive and psychedelic music. Distinguished by their use of philosophical lyrics, sonic experimentation, and elaborate live shows, they are one of the most commercially successfuland musically influential groups in the history of popular music.
Founded in 1965, the band originally consisted of students Syd BarrettNick MasonRoger Waters, and Richard Wright. They first gained popularity performing in London's underground music scene during the late 1960s, and under Barrett's creative leadership they released two charting singles and a successful debut album. David Gilmour joined as a fifth member in December 1967, and Barrett left the band in April 1968 due to his deteriorating mental health. After Barrett's departure, Waters became their primary songwriter and lyricist. Pink Floyd achieved critical and commercial success with the concept albums The Dark Side of the Moon (1973), Wish You Were Here (1975), Animals (1977), The Wall (1979) and The Final Cut (1983).


Wright left Pink Floyd in 1979, followed by Waters in 1985. Gilmour and Mason continued as Pink Floyd and Wright subsequently joined them as a paid musician. They continued to record and tour through 1994; two more albums followed, A Momentary Lapse of Reason (1987) and The Division Bell (1994). Inducted into the US Rock and Roll Hall of Fame in 1996, and the UK Music Hall of Famein 2005, as of 2013 they have sold more than 250 million records worldwide, including 74.5 million certified units in the United States.
After nearly two decades of acrimony, the band reunited in 2005 for a performance at the global awareness event Live 8. Barrett died in 2006 and Wright in 2008. In 2011, surviving members Gilmour and Mason joined Waters at one of his The Wall Tour shows at The O2 Arena in London.